ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის მამუკა ნოზაძის უშუალო ძალისხმევით და ორგანიზებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და აპარატის თანამშრომლები, ძეგვის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და პატარებს საშობაო საჩუქარი გაუკეთეს. ბავშვებმა თბილისის ხორავას სახელობის ხელოვნების სახლში საშობაო სპექტაკლი იხილეს და საჩუქრებიც მიიღეს.